“სპეციალური დავალება არ გვქონია”- აღნიშნული ქუთაისის
მერიის ააიპ “სპეციალურ სერვისებში” ქალაქში საპროტესტო წარწერების წაშლაზე განაცხადეს. “ამ ცხოვრების დედაც” გუშინ, გვიან ღამით გაკეთებული წარწერები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან აღარ არის. ააიპში ამბობენ, რომ სამუშაოები გეგმიური ხასიათის იქნებოდა.
“ნაწერების გადაშლასთან დაკავშირებით დავალება არ მიგვიღია. ალბათ, კონკრეტულ მონაკვეთზე განხორციელებული დასუფთავებითი სამუშაოების ნუსხაში შევიდა. მსგავსი წარწერები ქალაქში სხვა ბევრ ადგილზეც არის. ჩვენი მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა,”-განაცხადეს ააიპ “სპეციალურ სერვისებში”.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ სოლიდარობის აქცია გამართეს. კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია დღეს გაიმართება.
ადგილები, სადაც წარწერები გადაშალეს
წარწერა დარჩენილია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ შადრევანზე