თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია თევდორაძე დააკავეს.
ის აქციის სხვა მონაწილეებთან და რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებთაა დაკავებული.
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ასევე არიან: გიორგი ვაშაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სულ 12 პირი დააკავა.