ქუთაისის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის
დაკორექტირებული ვერსია საკრებულოში გადააგზავნა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 25 დეკემბერს უნდა დაამტკიცონ. ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, შესაბამისად, მასში ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნები წარმოდგენილი არ არის.
უმრავლესობის დეპუტატებმა აღმასრულებელს ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამაზე თანხის გაზრდის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე და სხვ.
როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე აცხადებდა, დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს, რაც ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე