მოძრაობა “გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში
მთავარი ნაძვის ხის სიმბოლური სათამაშოებით მორთვა სცადეს. სათამაშოებზე პოლიტიკოსების სურათები იყო დატანილი. თუმცა ,,გაბედეს” აქტივისტებს მათი ნაძვის ხეზე განთავსების საშუალება მერიის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქტივისტებმა სიმბოლური სათამაშოები თეატრთან მწვანე ნარგავებზე განათავსეს.
,,გვინდოდა ჩვენი ქალაქის ნაძვის ხე ,,ბიძინას სათამაშოებით” გაგველამაზებინა. ეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტარები არიან, რომლებსაც ბიძინა ათამაშებს. ამ სათამაშოების შენახვა სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება. გუგლი და პრინტერი არსი საკანცელარიო მაღაზიაში და ამის დამზადება რამდნიმე თეთრი ჯდება.”- განაცხადა ,,გაბედეს” აქტივისტმა მიხეილ გეგეშიძემ.
აქტივისტების თქმით, რადგან მათ ნაძვის ხეზე სიმბოლური სათამაშოების განთავსების უფლება არ მისცეს, მათ ყველა უწყების წინ განათავსებენ.