ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, დაზიანებულ გზის საფარზე,
სადაც გამაფრთხილებელი ბარიკადებია განთავსებული, ,,ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელმა ქუთაისის მერის ფოტო გააკრა.
თორნიკე ბარათაშვილმა ამ ფორმით გზის მოუწესრიგებლობა გააპროტესტა და განცხადა, რომ დღემდე ამ ქუჩაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
,,ათჯერ უფრო მეტად შესაძლებელია იქ ადამიანების დაზიანება, ვიდრე ეს თეთრ ხიდზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით სახიფათოა მძღოლებისათვის. არ არის განათებული იმდოზით რა დოზითაც შესაძლებელია ბარიკადების შემჩნევა, ამიტომ შესაძლებელია ავარიაც მოხდეს. ერთი უკვე მოხდა და იკიდევ მოხდება თუ ამაზე რეაგირება არ იქნება. იქ სადაც დროებით საგზაო მოძრაობის ნიშნები უნდა იყოს, ქუთაისში ერთი საგზაო ნიშანი არ გამოიძებნა, რომ ბარიკადზე აღემართათ.”- განაცხადა ბარათაშვილმა.