წყალტუბოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 15 მილიონ 751 ათას 900 ლარით განისაზღვრა,

რაც 3 მილიონ 521 ათას 900 ლარით აღემატება წინა წლის ბიუჯეტს. 

პრიორიტეტულ მიმართულბებს კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განათლება და ჯანდაცვა წარმოადგენს.

წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ბიუჯეტის პროექტი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარუდგინა.

“წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების, მისი თანამედროვე ტიპის, მსოფლიოში აღიარებულ ბალნეოლოგიურ კურორტად გადაქცევის რეალური შანსია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივა, რომელიც მოიცავს როგორც სანატორიუმებისა და აბაზანების აღდგენა-რეაბილიტაციას, ასევე ქალაქის ურბანულ განვითარებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. წყალტუბოს აღმშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *