ოპოზიციის საპროტესტო აქციები რეგიონებში ქუთაისიდან დაიწყება. ამის შესახებ
ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, 6 დეკემბერს აქცია ქუთაისში 14:00 საათზე დაიწყება.
,,2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა – აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება.” – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით აქცები რეგიონებში გაიმართება და თბილისში დასრულდება.
ფოტო:არქივი