“ეს უკვე სამოქალაქო ომია”-ასე შეაფასა პარტია “თავისუფალი საქართველოს”
თანათავმჯდომარემ გოგი წულაიმ ქუთაისში გუშინ, ოპოზიციის ოფისებთან გამართული აქციები. წულაიას თქმით, უზნეობაა, როდესაც ქვეყანას ორპოლუსიანი არჩევნებისათვის წირავენ.
“არსებობს ასეთი ქართული ანდაზა: ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის. მე ამ სიტყვებს ვეუბნებოდი “ნაციონალურ მოძრაობასაც”. მათაც ეგონათ, რომ შეუცვლელები იყვნენ. იგივე დაემართება ამ ხელისუფლებას. თქვენც მოიმკით ქარიშხალს. ეს უკვე მივიდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ნუ გაბედავთ, ნუ დაღვრით სისხლს და ნუ შეიყვანთ ქვეყანას ქაოსში,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ქუთაისში “ოცნების” მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებთან გამართეს. მათ შენობებს კვერცხები, საღებავები და ცოცხები ესროლეს. მათი განმარტებით, “დემიშიზაცია” ქუთაისიდან იწყება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”