გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გია თევდორაძე
ქუთაისში “ოცნების” მიერ ოპოზიციის ოფისებთან გამართულ აქციებს გამოეხმაურა. თევდორაძის თქმით, აღნიშნული ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო უპასუხისმგებლობის ფაქტია.
“ეს არის კვერცხების ხელისუფლება. მათ საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ-კვერცხი. ამ კვერცხებით საქართველოში მიმდინარე პროცესები შორს ვერ წავა. ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს. ამის ნიშნები ჩანს ქუთაისში. განსხვავებით წინა აქციისგან, სადაც საჯარო მოხელეები აქტიურობდნენ, დღეს აქციაში მონაწილეობას პედაგოგები იღებდნენ. ისინი დაიბარეს ისე, რომ არც იცოდნენ მიზეზი. 50-მდე პედაგოგი შეკრიბეს თეთრ ხიდზე,”-განაცხადა გია თევდორაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში მდებარეობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციის დროს შენობის ფასადი დაზიანდა. მათი თქმით, შესაბამის ორგანოებს ფაქტზე რეაგირებისათვის მიმართეს.