,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.” – ასე გამოეხმაურა ქუთაისის
საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩავარდნას და იმას, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ.
,,ეს იყო საუკუნის თაღლით ივანიშვილის მორიგი გადაგდება. მან ქართველი ხალხი და არა მარტო ქართველი ხალხი, მათ შორის საერთაშორისო თამეგობრობა, პოლიტიკური პარტიები გადააგდო. ის, რომ რაღაც ბუნტი მოუწყვეს,დარწმუნებული ვარ, ამ ამბის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. ნახეთ გვარები, ერთი სიტყვა არ უთქვამს არასდროს, მათ შორის არც ქუთაისის მაჟორიტარს, იმერეთის დეპუტაციას პარლამენტი ისე წაიღეს ქალაქიდან.ეს არის ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი”.- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს. კანონპროექტს მხარი იმერეთიდან მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ხარაგულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ზესტაფონის მაჟორიტრამა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ არ დაუჭირეს.