,,გაისად გვეყოლება ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილდება აეროპორტიდან
ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით.”- ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვძემ განაცხადა.
,, ეს უზრუნველყოფს მგზავრების გადაადგილებას აეროპორტის მიმართულეით და პირიქით. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ეს სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც უკვე გაზაფხულიდან ჩაეშვება ქალაქში.” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ავტობუსები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ახალი ავტოპარკი სულხან-საბას დასახლებაში მოეწყობა.