იმერეთის გუბერნატორი ბულგარეთის ელჩს შეხვდა. ზვიად შალამბერიძემ
და დესისლავა ივანოვამ ბულგარეთსა და საქართველოს შორის არსებული ახალი შრომითი რეგულაცია განიხილეს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ბულგარეთში სამი წლის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. ახალი რეგულაცია ძალაში გაზაფხულიდან შევა.
“განვიხილეთ ის ხელშეკრულება, რომელსაც 30 სექტემბერს მოეწერა ხელი. ეს არის ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულაცია. რეგულაცია ძალაში გახაფხულიდან უნდა შევიდეს, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ოჯახითაც კი შეუძლიათ წავიდნენ ქართველები და პირიქით, ჩამოვიდნენ ბულგარელები. ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ორივე მხარეს 3 წლის განმავლობაში ექნება,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.