აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ჰუმანიტარული
მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთავძემ ქალაქების გამოწვევებსა და შესაძლებელობებზე ისაუბრა. ვიცე მერის თქმით, გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად გაერთიანებების შექმნა აუცილებელია. მაგალითად ქუთაისი ისეთი გაერთიანებების წევრია, როგორიცაა ,,მერები ეკონომიკური ზრდისათვის” და ,,მერების შეთანხმება”.
,,სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაში. ჩემი მოხსენება შეეხებოდა ქალაქების გამოწვევებსა და შესაძლებელობებს გლობალურ სამყაროში. თუ რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ ქალქებმა მხარი აუბან იმ პროცესებს რაც მსოფლიოში მიმდინარეოს. გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს მიგრაციას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ. ყურადღება გამახვილდა ისეთ პროგრამებში მონაწილეობაზე, როგორიცაა მერები ეკონომიკური ზრდისთვის და მერების შეთანხმება, რომელიც ემისიის შემცირებას გულისხმობს. გაერთიანებები უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ქალაქებს დაძლიონ გამოწვევები.” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის მერია 2017 წლის 30 მაისს მემორანდუმზე ხელმოწერით შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” და აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა 2019-2020.