იმერეთის გუბერნატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე იმერეთში მცხოვრები დევნილების პრობლემები განიხილეს. როგორც რუსლან აბაშიძემ განაცხადა, დევნილებს ძირითადად დასაქმებისა და სოციალური პრობლემები აწუხებთ.
“გავიარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი. დევნილებს, როგორც საზოგადოების წევრებს, აწუხებთ თვითრეალიზების, დასაქმებისა და სოციალური პრობლემები,”- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, დევნილთათვის ქუთაისსა და წყალტუბოში კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. თუმცა, ყველა დევნილის ბინით უზრუნველყოფა ვერ მოხდება.
“წყალტუბოსა და ქუთაისში მიმდინარეობს მშენებლობა. მომავალ წელს წყალტუბოში 6 კორპუსი დასრულდება ქუთაისში კი 8. ჯამში, ეს იქნება 10 კორპუსი წყალტუბოსა და 25 ქუთაისში,”-განაცხადა შალამბერიძემ.
იმერეთის მხარეში 28 000 დევნილი ცხოვრობს.
ფოტო: “ძველი ქალაქი”