ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში, რესპუბლიკის ქ. N-86-ში საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.
ადგილზე ვითარების შესასწავლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ.
“მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ შესაბამის სამსახურებს დაზიანების აღმოფხვრა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში დაავალა,”-აცხადებენ სამტრედიის მერიაში.