ქუთაისში შსს-ისათვის მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. მუშას ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა. არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი,”-აცხადებენ კომპანია “თ მ”-ში, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ასრულებს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.