“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წყალტუბოში

მუნიციპალიტეტსა და მის 4 სოფელში მცხოვრებლების საჭიროებები გამოავლინა.

სოფელი რიონში მოსახლეობა შემდეგი პრობლემების მოგვარებას ითხოვს: ქარსაცავი ზოლების აღდგენა სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, გზის სახიფათო მონაკვეთზე “საგზაო სარკის” (საგზაო მოძრაობის დამარეგულირებელი ნიშნულის) დადგმა, წყლის მიწოდების სისტემის მოწყობა, წყლის რეზერვუარების
გაწმენდა.

სოფელი ხომულში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ტრასპორტის მოძრაობის გრაფიკის მოწესრიგება სურთ.

სოფელ ჟონეთში მცხოვრებლებისათვის პრიორიტეტული გრანიტის მოპოვებისას უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგია.

სოფელ ზარათში წყლის გაყვანილობის მოწყობას, წყლის რეზერვუარების გაწმენდას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემდეგი სახის პრობლემები გამოვლინდა: წყალტუბოს სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსება, სანატორიუმი “სავანეს” მიმდებარე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია, ტროტუარის ადაპტირება შშმ პირებისთვის, გარეგანათების მონტაჟი, წყალტუბოს პარკის მარჯვენა ნაწილში ხიდების რეკონსტრუქცია და შშმ პირებისათვის ადაპტირება, სანატორიუმ “სინათლის” მიმდებარედ განათების და საფეხმავლო ბილიკების (ტროტუარების) მოწესრიგება, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, პირველ საჯარო სკოლასა და თერნალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის საფარის რეაბილიტაცია, შანიძის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება, 9 აპრილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წყალტუბოს მერიას პრობლემების მოგვარების თხოვნით უკვე მიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *