“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში სტრატეგია
აღმაშენებელი წარადგინა. სტრატეგია ქუთაისისა და იმერეთისათვის 11 ინიციატივასა მოიცავს, მათ შორისაა: კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრეს ჰოლის შექმნა; IT ქალაქი IT კომპანიების ოფისები, ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი; ყოველდღიური რეისები დიდ ქალაქებში 3 საათიან საფრენ რადიუსში; ინდუსტრიული პარკი; მულტიფუნქციური სპორტული არენა; 10 ბრენდული სასტუმრო, 500 მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმრო; ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების ინტერაქტიული მუზეუმი-ოქროს საწმისი; სწრაფი სამგზავრო მატარებელი; საპარლამენტო დედაქალაქი; ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია-აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისი; დას. საქართველოში ყველაზე დიდი გასართობ-დასასვენებელი პარკი.
გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ სტრატეგია კომპლექსურია და ქალაქისა და რეგიონის მრავალმხრივ განვითარებას მოიცავს. ვაშაძის თქმით, ინიციატივების განხორციელება 33 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და მილიარდამდე ინვესტიციას მოიზიდავს.
“საქართველოს თითოეულ რეგიონს უნდა ჰქონდეს მისი განვითარების სტრატეგია, როგორ ვქმნით სამუშაო ადგილებს რომ არსებული გაჭირვება დავამარცხოთ. ქუთაისი გახდება დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი. ეს არის ქუთაისის ფუნქცია. პროექტი კომპლექსური და ამბიციურია. პროექტი მინიმუმ 33 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და მილიარდამდე ინვესტიციას მოიზიდავს, მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარებს,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ფოტო: “ძველი ქალაქი”