“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების
2015-18 წლების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში.
,, კვლევაში წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას.
თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.”- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
იმერეთიდან მონაცემები კი ასეთია:
ბექა ყანჩელი – 2014-17 წლებში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- მისი მეუღლე, ელმირა ადეიშვილი 2016 წლიდან ააიპ-ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტ. საზ. ჯანდაცვის და პრევ. მედიცინის ცენტრის მთავარი სპეციალისტია.
გიორგი ივანიაძე – 2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – მისი მეუღლე, ინდირა გოგოძე 2016 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის სპეციალისტია.
სერგო უგრეხელიძე – 2014-17 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – მისი მეუღლე, ზეინაბ უგრეხელიძე 2017 წლიდან ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორია.
ვლადიმერ გელაშვილი – 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – მისი მეუღლე, ლია ლომსაძე 2016 წლიდან ააიპ ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მენეჯერია.
ვრცლად ორგანიზაციის ანგარიში იხილეთ ბმულზე – https://transparency.ge/ge/blog/tanamdebobis-pirebis-ojaxis-cevrebi-sajaro-samsaxurshi?fbclid=IwAR2Du55RglHKB-D7idGyzT7fREgLVr21KRuMSq9rmpAFb27bwKTdVUgeQb8