“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ
სტუდენტების ხელმოწერების შეგროვება დაასრულა. პარტიის წევრები სტუდენტებისათვის ქუთაისში განახევრებული სამგზავრო ტარიფების დაწესებას ითხოვენ. მგზავრობაზე შეღავათების დაწესებას მხარი ხელმოწერით 500-მა სტუდენტმა დაუჭირა.
“ლეიბორისტული პარტია” ამ დროისათვის ინიციატივას ამზადებს, რომელსაც მერიაში შეიტანს. იგეგმება კიდევ ერთი აქციის მოწყობაც.
“მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა თვითმმართველობას საშუალებას აძლევს, შეცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა და მათ შორის დააწესოს შეღავათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და სტუდენტებზე. აპრობირებული მეთოდი თბილისში წლებია არსებობს და ჩვენც ანალოგიურ პროგრამის შექმნას ვითხოვთ,”-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ.
ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს უფასო მგზავრობის პროგრამა, რომლითაც ქუთაისელი სტუდენტები არ სარგებლობენ. გარკვეული ტიპის შეღავათებით კი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ამ დროისთვისაც სარგებლობენ.
ფოტო: “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაცია