ქუთაისში რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის
მონაწილეები ატოცში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ.
,,ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალ არეალს, ვაოროტესტებთ ატოცში მიმდინარე პროცესებს, ვაპროტესტებთ და არ შევეგუებით წინ გადმოწეულ მავრთულხლართს!!! ვინც თვლით, რომ რუსეთი ოკუპანტია; ვისაც გტკივათ ჩვენი ქვეყნის დაკარგული თითოეული მეტრი, ვისთვისაც სამშობლო ღირებულია, შემოგვიერთდით!!! მშვიდობიანი აქციით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საქმეში. გავაგონოთ რუსეთს ჩვენი ხმა, ხმა თავისუფლების და ხმა შეუპოვრობის.” – აანონსებენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია ქუთაიში, მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 21 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.