,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას ქუთაისის
საკრებულოდან პასუხობენ. საკრებულოს პრესსამსახური თავმჯდომარის ნიკა ლატარიას ქონებრივ დეკლარაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლატარიამ ქონება გასულ წელს მის მეუღლეს გადაუფორმა.
დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას მეუღლის, ხატია სირბილაძის სახელზეა გადაფორმებული შპს “ნიკოილი თერჯოლას” , შპს “გიოს” , შპს “ნიკოილი 9”-ის და შპს “ფრეშ ფუდის” წილები.
,,”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ აღმოჩენილი დარღვევა იყო ტექნიკური შეცდომა, რადგან ნახსენები შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას უკვე მინდობით იყო გადაცემული სხვა პირზე. თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. რაც შეეხება აღნიშნულ ხარვეზს ის გასწორებულია როგორც 2018 ასევე 2019 წლის დეკლარაციებში.”- აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში.
შეგახსენებთ, ,,საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველომ” თანამდებობის პირთა დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა.