პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში
მილიონობით ლარის ღირებულების მიტოვებული შენობების არსებობას აპროტესტებს. გოგი წულაია ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ყოფილი სასტუმრო “ქუთაისის” შენობა ათი წელია უფუნქციოდ არის დარჩენილი.
“წინა ხელისუფლებამ ეს შენობა ბიზნესმენ ბადრი კაკაბაძეს ძალით მიჰყიდა. ახლა შენობა მიტოვებულია. მივწერე ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოსა და მეპატრონეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რა ვადებში და რა ფუნქციური დატვირთვით უნდა გაეკეთებინათ ეს შენობა, თუმცა, პასუხი არ მიმიღია,”-განაცხადა გოგი წულაიამ. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ გასხვისებული შენობების ვადები და პირობები უნდა მოიკითხოს და სასამართლოსაც უნდა მიმართოს.
“თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ქუთაისში ასობით მიტოვებული შენობაა, რომლებიც მოქალაქეებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ განადგურდეს მილიონობით ლარის ქონება და თვითმმართველობამ თქვას, რა გეგმები აქვს მიტოვებულ შენობებთან დაკავშირებით.
ფოტო: “ძველი ქალაქი”