ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიმასტაროს, ოფურჩხეთის, გუმათის, ჟონეთისა და ნამოხვანის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათგან პრიორიტეტები მოისმინეს. ადგილობრივები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების: მინი სპორტული მოედნის მოწყობას, სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონზე ბონდის ხიდის გაკეთებას, სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებას, არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოებასა და გაზიფიცირებას ითხოვენ. შეხვედრაზე ასევე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნულ სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ცენტრალური და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. გარდა ამისა სოფელ ოფურჩხეთში, ერთ-ერთ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა 133 940 ლარით დააფინანსა.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონის მასშტაბით მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *