ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
წარდგენის ვადა დღეს იწურება. მოქალაქეებს საკუთარი იდეების დაფიქსირების საშუალება დღის ბოლომდე აქვთ.
ინიციატივების დარეგისტრირების შემდეგ მეორე ეტაპი იწყება, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებას მოიცავს. შერჩევის პროცესი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე იწარმოებს.
საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში წარმოდგენილი იქნება 10 პროექტი, რომელიც მიიღებს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მაქსიმალურ შეფასებას. გამარჯვებული გახდება 3 საპროექტო განაცხადი, რომელიც მიიღებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას საჯარო კენჭისყრისას.
გამარჯვებული ინიციატივა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
ფოტო: ქუთაისის მერია