ქუთაისის მერია გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ
ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიამ გასულ წელთან შედარებით წარმომადგენლობითი ხარჯი 11 000 ლარით შეამცირა.
“მიმდინარე წელს წარმომადგენლობითი ხარჯისთვის 180 000 ლარია გამიზნული. ქუთაისის მერიის მიერ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამ დრომდე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი ჯამში შეადგენს 87112 ლარს, საიდანაც 42552,40 ლარი წარმოადგენს ქუთაისში ჩატარებულ ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაწეულ ხარჯს, რომელიც პირველად ჩატარდა ქალაქში და მასში 100-მდე ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა იმერეთის მასშტაბით, სხვდასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები. შესაბამისად, აღნიშნულმა თანხამ 6 თვის ხარჯის მონაცემი წინა წელთან შედარებით გაზარდა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, წარმომადგენლობითი ხარჯი ქუთაისის მერიამ 191 000 ლარიდან 180 000 ლარით შეამცირა. დარჩენილი 44559,60 ლარიდან 17397,60 ლარი დახარჯული არის ორი მაისის (გვირილობის) დღესასწაულთან დაკავშირებით,”-აცხადებენ მერიაში.
2016 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 290 000 ლარი შეადგინა, 2017 -ში 237 000, ხოლო 2018 წელს 191 000 ლარი.