ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თანამდებობიდან წასვლას კაფე “სავანეს” მფლობელები გამოეხმაურნენ. ობიექტის მეპატრონეებმა “სავანეს” ფასადზე გაკრულ საპროტესტო პლაკატზე გიორგობიანის სურათი გადახაზეს.
“სანამ ეს ხალხი არ წავა სახლში, პროტესტი გაგრძელდება და ბანერი იქნება განთავსებული. ეს დაჯგუფება უნდა დაიშალოს. ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო და ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩემი აზრით, იუზა უგულავასა და გიორგი ჭიღვარიას საქმეც გადაწყვეტილია. რაც შეეხება ირაკლი გიორგაძეს, განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან კარგად იცის როგორ გადაბარგდეს ერთი კლანიდან მეორეში,”-აცხადებენ ” სავანეს” მფლობელები.
შეგახსენებთ, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს მეპატრონეები ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას, მერიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილ უფროსს გიორგი გიორგობიანს, მერის მოადგილე იუზა უგულავასა და მერიის იურისტს ირაკლი გიორგაძეს ქონების მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.