“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია მერიის წარმომადგენლობით
ხარჯებს აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის პირველ 6 თვის განმავლობაში მერიამ სარესტორნო მომსახურებაში 87 112 ლარი დახარჯა. “თავისუფალი საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს და ლარის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
“მინდა ვუთხრა ჭიღვარიას, რომ ხანდახან ოჯახშიც ჭამოს საჭმელი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები დღესასწაულებზე, ექსკურსიებისა თუ მივლინებების დროს შეამციროს, თორემ ამ ლარს არაფერი შეაჩერებს და ეს იქნება საქართველოს დასასრული. მერიიდან მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ თანხა ფორუმისთვის და ორმაისობისათვის დაიხარჯა. ფორუმები იმითაა კარგი, რომ ქალაქს შემოუვიდეს თანხა და არა პირიქით,”-განაცხადა წულაიამ.
მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.