გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის შენობა შესაძლოა
გაიყიდოს და ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის ქუჩაზე სასტუმროს მოაწყობს, ქუთაისის მერმა უპასუხა.
,,ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით მაგაზე. მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება”.- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიის შენობაში სასტურმოს მოწყობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტმა” გაავრცელა.
“ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად თვალი ქუთაისში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობას დაადგა. როგორც “ნიუპოსტს” ინფორმირებული წყარო უყვება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი შენობის დანგრევას და იმ ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ივანიშვილმა სურვილის ასრულებას სახელმწიფო უწყებები უკვე შეუდგნენ.
კერძოდ, წყაროს ცნობით, აუდიტის სამსახურმა ქუთაისის ოფისის გაუქმება გადაწყვიტა და ამის შესახებ თანამშრომლებს ოფიციალურად განუცხადეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ უწყება თბილისში გადადის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში უკვე გადმოიყვენეს, მეორე ნაწილს კი უთხრეს, რომ ისინი შენობაში იანვრამდე დარჩებიან. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურის შენობაში, ქუთაისის მერია განთავსდება. ქუთაისის მერიის ამჟამინდფელი შენობა კი სავარაუდოდ ფორმალურად აუქციონზე გაიყიდება მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი გახდება.” – წერია ,,ნიუპოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.