,,ქუთაისს ჩამოუვა ახალი 60 ავტობუსი, რომელიც იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებზეც ადაპტირებული.” – ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისი განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწყობა მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. მერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით EBRD-მა ახალი ტრანსპორტის შესაძენად მზაობა გამოთქვა.
,,დავიწყეთ საუბარი EBRD-თან ამ თემაზე. ჩავერთო სამინისტრო. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მატთან ერთად ეს საკითხი გადავჭერით და EBRD-მა გამოაცხადა მზაობა და მისწერა კომპანიებს, რომ აცხადებს ძალიან მალე ტენდერს იმისათვის, რომ ავტობუსები შეიძინონ. ქუთაისს ჩამოუვა ახალი 60 ავტობუსი, რომელიც იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეც ადაპტირებული. პარალელურ რეჟიმში მოთხოვნაა, რომ გვქონდეს ჩვენი ანგარი და ჩვენი სისტემა. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და წელსვე შევისყიდით პროექტს და დავიწყებთ მშენებლობას. ის პრობლემა რომ ქუთაისში ღამე ტრანსპორტი არ გვაქვს, ვერ მუშაობს EBRD გვიტარებს კვლევას როგორ, რამდენ წუთში და სად უნდა იარონ ამ ავტობუსებმა.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
კითხვაზე, მოხდება თუ არა მგზავრობის საფასურის გაძვირება, მერი ამბობს: ,,ვერ ვიტყვი, რომ ეს გამოიწვევს გაძვირებას.”- განაცახდა ჭიღვარიამ.
ახალი ავტობუსები ქალაქში 2020 წლიდან უნდა გამოჩნდეს.