ნანა კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილ პერფორმანს უმრავლესობის დეპუტატი
ალეკო ახალაძე გამოეხმაურა. ახალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარება მიმდინარე პროტესტის ფონზე შეუძლებელია და დარბაზი ან აქტივისტებმა უნდა დატოვონ, ან სხდომა შეწყდეს.
ალეკო ახალაძე ჟურნალისტების მუშაობამაც გააღიზიანა. მისი თქმით, ჟურნალისტების მუშაობის პროცესში გადაადგილება მის შევიწროვებას იწვევს. ახალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს აქვს იმის უფლება, რომ სხდომა დაიხუროს და ჟურნალისტების გარეშე ჩატარდეს.