ქუთაისის მერიამ ყოფილი მუზეუმის შენობაზე ბანერი განათავსა.
ბანერი საინფორმაციო ხასიათისაა და მასზე მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციაა დატანილი.
ბანერზე ვკითხულობთ, რომ 2018 წელს ქუთაისში 21 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა და 2019 წელს 25 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რეაბილიტირდება რიონისპირა სახლები.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი 3-მა კომპანიამ გამოთქვა. მათგან ერთს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ტენდერში შპს “ოქროს ვარსკვლავმა” გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოები 7480 ლარად შეასრულა.