იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
წარდგენის შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. შალამბერიძემ პრემიერის გუნდს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს საფუძვლიანად გაეცნო. მისივე განმარტებით, გაწერილია შესაბამისი გეგმაც.
ზვიად შალამბერიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტის სამი მთავარი გამოწვევა დაასახელა.
“მთავარი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგების სისტემა და უმუშევრობის პრობლემა, რომელიც როგორც იმერეთის, ასევე მთელი საქართველოს წინაშე დგას. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება თავის მხრივ სამშენებლო სფეროში დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. მაგალითად, რიკოთზე მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა, სადაც უახლოესი სამი წლის განმვლობაში 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. ეს ძალიან დიდი რიცხვია ისეთი მუნიციპალიტეტისათვის, როგორიც ხარაგაულია,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის ახალი გუბერნატორი ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა ოფიციალურად წარადგინეს.