იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
მაია ცქიტიშვილმა და პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა ოფიციალურად წარადგინეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.
“როდესაც რეგიონის განვითარებაზე ვსაუბროთ, ძალიან დიდი ამოცანა გვაკისრია, უნდა ვუპასუხოთ სერიოზულ გამოწვევებს. ამ პროცესში სწორი კოორდინაცია თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დიდ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობ, ის გამოცდილება, რაც მან რწმუნებულის აპარატში მუშაობის დროს შეიძინა, აუცილებლად გამოგადგებათ. ეს თანამდებობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყველაზე დიდი და აქტიური რეგიონია, მოიცავს ბევრ ქალაქს, მაღალმთიან სოფელსა თუ ტურისტულ ლოკაციას. ბევრი გამოწვევის პარალელურად არის შესაძლებლობა, რომ უფრო იმერეთი უფრო განვითარდეს და დაიბრუნოს ძველი სიძლიერე,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.
ზვიად შალამბერიძე ჯერ ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო შავლეგო ტაბატაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.