იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.

ზვიად შალამბერიძის წარდგენაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელს სოზარ სუბარს ელოდებიან.

წარდგენა დღეს, 16:00 საათზე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართება.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შალამბერიძის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 16 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ მოაწერა.

თავდაპირველად, ზვიად შალამბერიძე იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ყოფილი გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, მის მოვალეობას ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *