“თავისუფალი საქართველოს” წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ქუთაისის მერიაში მივლინებებში დახარჯული თანხების შესახებ მერიაში უპასუხეს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წულაიამ ჟურნალისტებთან 2014 წლის მონაცემები წარადგინა და მიმდინარე წელს მივლინებებში 155 000 ლარის ნაცვლად, 35 801 ლარია დახარჯული.
“გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე არ შეესაბამება სიმართლეს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა, რომ ქალაქის მერიას მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა მივლინებებში 2014 წელს. გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა,”-აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, გოგი წულაიამ დღეს ქალაქის მერს ვარსკვლავი გაუხსნა.