“ღრმა მწუხარებით მოქალაქეებისაგან”-კაფე “სავანეს” მფლობელებმა
სააპელაციო სასამართლოს წინ სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. აღნიშნულით მათ მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც სასამართლო მესაკუთრის უფლებას კაფეს შენობაზე აღიარებს, მაგრამ არ აღიარებს მიწის ნაკვეთზე.
ობიექტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ აღარ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რადგან მოსამართლეები მერიის სურვილს დაემორჩილნენ.
“სააპელაციო სასამართლომ ლურსმანი მისსავე კუბოში ჩააჭედა. მოსამართლეები დაემორჩილნენ მერიისა და ქალაქის მერის უკანონო გადაწყვეტილებას. არც კი იმსჯელეს ჩვენს თემაზე და მათ ქუთაისში დღეს სამართალი მოკლეს. დღეიდან არავის აქვს გარანტია, რომ ხვალ მისი ქონება მერის ან მერიის ხელში არ აღმოჩნდება. მოვიტანეთ გვირგვინი და ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ იმის გამო, რომ ქვეყანა მიექანება პირველყოფილი წყობილებისაგან. დადგება დღე, როდესაც მოქალაქეები ამ მოსამართლეებს პასუხს მოთხოვენ,”-ამბობენ კაფეს მეპატრონეები.
“სავანეს” მეპატრონეებს ტერიტორიის დატოვება მანდატურის მოთხოვნის შემდეგ მოუწიათ.
კაფეს მფლობელები ამბობენ, რომ მათ 10 000 დოლარად კაფე და მიწის ნაკვეთი შეიძინეს. მერიაში აცხადებენ, რომ “სავანეს” მეპატრონეებმა თანხა მხოლოდ კონსტრუქციაში გადაიხადეს.