ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთი ბაღის
მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება თანამედროვე სტანდარტების მქონე მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ორ სასწავლო ჯგუფზე. სამუშაოებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
მერიამ შეისყიდა გელათისა და ტყიბულის #2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლისთვისაც მოძიებული იქნა შესაბამისი თანხები და მიმდინარე წელს დაწყება მათი სრული რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 საბავშვო ბაღში, სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.