“ჭიღვარია წადი”-პროტესტის მეშვიდე დღე ქუთაისის მერის გადადგომის
მოთხოვნით. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანეს” მფლობელები, ერთი კვირაა ქალაქში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ, მერისა და მისი გარემოცვის, ასევე, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის გადადგომას ითხოვენ.
“რატომ არ მთავრდება პროექტები? რატომ არის თავიდან საკეთებელი გზები? გვინდა კითხვებზე პასუხი. რასაც ერთი კვირა ვაპროტესტებთ, არის ბიუჯეტის ჭამის შედეგი. ასევე, ირაკლი გიორგაძემ დოკუმენტების გაყალბების გამო სამსახური უნდა დატოვოს,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.
როგორც “სავანეს” მფლობელები ამბობენ, მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და 4 ივლისს მერის მოადგილეს იუზა უგულავას უნდა შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ობიექტის მფლობელებსა და მერიას შორის დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. “სავანეს” მფლობელები მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.