ქუთაისში, წერეთლის ქუჩის 62 ნომერში მცხოვრები იულია ლანჩავა
მის მეზობლად სასტუმროს მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. ლანჩავა მერიის შენობის წინ დღეს მივიდა და განაცხადა, რომ ადგილზე სამუშაოები კვლავ კანონდარღვევით განახლდა და მშენებლობის პროექტი და ნებართვა კვლავ არ არსებობს.
“დღეს მოვედი მერიაში და ადგილზე არავინ დამხვდა. ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხი არქიტექტურის სამსახურს ეკუთვნის, არქიტექტურაში ამბობენ, რომ ერთად უნდა გაარკვიონ. ყველა კაბინეტის კარი დაკეტილია,”-ამბობს იულია ლანჩავა.
იულია ლანჩავა პროკურატურისათვის მიმართვას გეგმავს.