სამოქალაქო ატივისტებმა ქუთაიში მორიგი აქცია გამართეს. ამჯერად მათ მესხიშვილის თეატრთან
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით წითელი ბართებით პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თმით, მათ სამი მოთხოვნა ჰონდათ. მთავარი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა,კვლავ შეუსრულებელია.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში 20 ივნისს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სესია გახსნა.
ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.
ამავე დღეს თბილისში გამართული აქცია გვიან ღამით დაარბიეს. რა დროსაც მოქალაქეემა და ჟურნალისტებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
აქციები თბილისსა და რეგიონებში 20 ივნისიდან მიმდინარეობს.