“არ გაქვს უფლება იყო მერი”-კაფე “სავანეს” მეპატრონეებმა ქუთაისის მერიის წინ
აქცია გამართეს და გიორგი ჭიღვარიას გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისი კვდება და ამაში დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლებაა.
“დღეს აქ არ ვართ ჩვენი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. ვაპროტესტებთ იმ მარაზმს, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ჩვენი მთავარი პრობლემა არის საჯარო სამსახურებში საბჭოური გადმონაშთები. ჩვენ გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში. იმდენი პრობლემა შეიქმნა ქალაქში, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ქუთაისის მერმა უნდა დატოვოს პოსტი. ქალაქი კვდება და ამაში დამნაშავე დღევანდელი მერიაა. ერთმანეთს აბრალებენ და თვითონ არ იციან რა არის მათი საქმე,”-აცხადებენ “სავანეს” მფლობელები.
“სავანეს” მეპატრონეები აქციების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას აანონსებენ.