“ნანა წადი”- სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს სხდომას დაესწრნენ

და რეგლამენტით გათვალისწუნებული სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოუწოდეს დეპუტატ ნანა კოსტავას, რომ მან დატოვოს საკრებულოს მანდატი.

სამოქალაქო აქტივისტებმა სხომათა დარბაზში პლაკატები გაშალეს წარწერით #ნანაწადი. მათი თქმით, ვიდრე ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატით ისარგებლებს, მანამდე სამოქალაქო აქტივისტები მას საჯარო სივრცეში მუდმივად შეუქმნიან დისკომფორტს.

“ეს არ ყოფილა ნანა კოსტავას ერთადერთი შეცდომა. იმის ნაცვლად, რომ მას შეცდომა ეღიარებინა, კვლავ აგრძელებდა მსგავს ქმედებებს”-აცხადებენ აქტივისტები.

ნანა კოსტავამ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია დატოვა. საქმიანობას ის დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *