ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. “ქართული ოცნების” დეპუტატმა მანდატის
დატოვება გადაიფიქრა. ტვ იმედზე “ქრონიკასთან” საუბრისას გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად ამომრჩევლის თხოვნა დაასახელა.
დეპუტატი რადიო “ძველი ქალაქის” ზარებს არ პასუხობს.
“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ “ფეისბუკზე” სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების” დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: “ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,”- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.
ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო დაატოვებინეს.