ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია ნანა კოსტავას საკრებულოში
დარჩენის შესახებ განცხადებას აკეთებს. ლატარია ამბობს, რომ ის კოსტავას პირადად ესაუბრა და ურჩია, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მისივე განმარტებით, საკრებულომ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა და გადაწყევტილება ახლა თავად კოსტავამ უნდა მიიღოს.
“მე ვურჩიე მას დაეტოვებინა საკრებულო. ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ მას ვაიძულოთ დეპუტატის მანდატის დატოვება. რაც გვქონდა ბერკეტი, უკვე გამოვიყენეთ და მან დატოვა ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი. მე ვემიჯნები და ვაფიქსირებ, რომ მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში საქმიანობას. რაც შეეხება იმპიჩმენტს, სულ სხვა თემაა, მოდი დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას,”-განაცხადა ლატარიამ.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო დაატოვებინეს. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.