ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ყრილობა ჩატარდა.
ყრილობას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ორგანიზაციის თავმჯომარედ ბესიკ ბრეგაძე დასახელდა, ხოლო მის მოადგილედ გიგა შუშანია დაინიშნა. ყრილობაზე გასული არჩევნებიც შეაფასეს და სამომავლო გეგმებს ისაუბრეს.
“პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ, რა გავაკეთეთ სწორად არჩევნების დროს და რა არასწორად. უნდა დავგეგმოთ, რა სიახლეები შევიტანოთ საარჩევნო კამპანიაში. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ხელისუფლება ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვას იწყებს. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული მუშაობა, უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ არ შეიძლება 50 ან 100 ლარად თავიანთი შვილების მომავალი გაყიდონ,”-განაცხადა პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ყრილობას ესწრებოდა “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი. გრიგოლ ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ “რესპუბლიკელები” სხვა 12 პარტიის მსგავსად “ძალა ერთობაშია”-ს შემადგენლობაში ვიხილოთ.