კაფე “სავანეს” მფლობელებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
კაფეს მეპატრონეებმა შენობის წინ მაცივარი და ბამბუკის კონა მიიტანეს და მერიას მასში 10 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს. მათი თქმით, მერიის იურისტმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, რომ მათ აღნიშნული თანხით მხოლოდ ცენტრალურ ბაღში მდებარე ბამბუკის კონსტრუქცია და მაცივრები შეიძინეს. კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან და “სავანეს” დასახურად ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
“დღეს გავიგეთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში მერის გარემოცვა ისხდა, სადაც განიხილებოდა ჩვენი კაფეს საკითხი. აღშფოთებულები არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეძებენ გამოსავალს, როგორ დაიხუროს კაფე. ამბობენ, რომ აპირებენ აპელირება სანიტარულ დარღვევებზე მოახდინონ,”-განაცხადეს კაფეს მფლობელებმა.
“სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყველა კანონდამრღვევი თანამშრომელი უნდა დაისაჯოს.