საქართველოს პრეზიდენტრი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მიმდინარე
მაღაროელთა გაფიცვის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს.
“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,”-წერია განცხადებაში.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. ადგილზე რამდენიმე მუშა კვლავ შიმშილობას აგრძელებს. მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.