ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებისთვის 4 უბანი იყო გახსნილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოთხივე უბნის შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა რომან მაწკეპლაძემ ამომრჩეველთა ხმების 63,23 % მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ლომიძეს კი მხარი 28,68 % -მა დაუჭირა.
ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ლომიძეს კი – 28,68 %.
წყალტუბოშიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. აქაც ოთხი უბანი იყო გახსნილი. 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: “ქართული ოცნების” კანდიდატმა ომარ სინაურიძემ ხმათა 78,41 % მიიღო, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ზაურ ქაშიბაძემ კი – 19,72 %.