ჭიათურაში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, “ქართული ოცნების”
კანდიდატმა გაიმარჯვა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებისთვის 7 უბანი იყო გახსნილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შვიდე უბნის შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა თეიმურაზ ჭუმბურიძემ ამომრჩეველთა ხმების 46,82 % მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ილიკო ჩიკვილაძეს კი მხარი 27 % -მა დაუჭირა.
სხვა კანდიდატების შედგები ასეთია: “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – თამაზ დოღაძე – 0,64%, “ახალი ქრისტიან დემოკრატები” – ვახტანგ გაფრინდაშვილი – 0,64%, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ლიანა ქარელიძე – 0,45%, “პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო” – გიორგი მარდალეიშვილი – 0,58%, დამოუკიდებელი კანდიდატი – ნოდარ ჩაჩანიძე – 23,86%.
ცესკოს პირველადი შედეგებით, ჭიათურაში, მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ გაიმარჯვა.
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განცხადებით, არცერთ უაბზე საჩივარი არ დაწერილა და სალოქოში საჩივრები არ შესულა.
მისივე ინფორმაციით, არჩვენებში მონაწილეობა 18 ათას 558-მა მოქალაქემ მიიღო.
ჭიათურაში მერის არჩვენები მაღაროელთა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.